განვითარების გზა სულ არის
„ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამა
საქართველოს ბანკისა და „ფულბრაიტის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტების უმაღლეს განათლებას აშშ-ში 2 წლის განმავლობაში. ამ პროექტის ფარგლებში და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აშშ-ში განათლება უკვე 6 -მა სტუდენტმა მიიღო; 2020 წელს კი მათ რიგებს კიდევ 1 სტუდენტი შეუერთდა.
ვიდეო
გაიგე მეტი
Zoom Education-ი თსუ-სთვის
საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად Zoom Education-ის 1 წლიანი ლიცენზია გადასცა, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ლექციებისა და აქტივობების ონლაინჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ განათლებასა და მის ციფრულ ტრანსფორმაციას, ინიციატივის წყალობით
გაიგე მეტი
Miami Ad School Europe-ის სტიპენდია
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობით 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია დაწესდა.
Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიო
გაიგე მეტი
charte.ge
საქართველოს ბანკი ხელს უწყობს არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას. სწორედ ამ მიზნით 2019 წელს გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება პროექტ „ჩართესთან“. აღნიშნული პროექტის მიზანია ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო დონის განათლება.
პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს სხვად
გაიგე მეტი
საგანმანათლებლო პლატფორმა „ნებულა“
საქართველოს ბანკის დაფინანსებითა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის მონაწილეობით 2016 წელს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებსა და მზრუნველობამოკლებულ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, ზოგადი უნარების გამოცდისთვის სრულიად უფასოდ მომზადებულიყვნენ; ეს ყველაფერი კი საგანმანათლებლო პლატფორმა www.nebula.ge-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში ერთიანი ეროვნული
გაიგე მეტი
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
საქართველოს ბანკმა 2014 წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი დააარსა და ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იყო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობდა მაგისტრატურის 2-წლიან, ხოლო ბაკალავრის 4-წლიან სასწავლო პროგრამებს. თითოეულ ტრიმესტრში რეიტინგის მიხედვით ლიდერი 10 სტუდენტი სწავლობდა უფასოდ, ხოლო 20 სტუდენტი იღებდა დაფინანსებას და სწავლის საფასურის გადახ
გაიგე მეტი
ამფორეა
ამფორეა კერამიკის ნაკეთობების სახელოსნო და მაღაზიაა თბილისში, რომელმაც 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს ბანკისგან 50 000-ლარიანი დაფინანსებაც მიიღო. სოციალური საწარმო ამფორეა 2 სივრცეს, კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. სახელოსნოში მზადდება და შემდეგ მაღაზიაში გ
გაიგე მეტი
სოციალური მეწარმეობის ფორუმი
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკი წლებია, სოციალური მეწარმეობის ფორუმის მთავარი პარტნიორია.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი უკვე 8 წელია, საქართველოში იმართება და მისი ორგანიზატორია „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG). ფორუმის მიზანია, რომ სოციალური მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის გაღრმავდ
გაიგე მეტი
Plastic Watcher
Plastic Watcher-ი პოლიეთილენის ნარჩენების გადამამუშავებელი სოციალური საწარმოა თბილისში, რომელმაც საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საკუთარი იდეის განსახორციელებლად დაფინანსებაც მიიღო.
კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან შეგროვებული პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავებით ეკომეგობრულ პროდუქციას ქმნის, რომელთა შორის იხილავთ მდგრადი მოდის აქსესუარებს, ჩანთებს, ქუდებს, საწვიმარს და სხვ
გაიგე მეტი
იალონი
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ საგურამოში შეიქმნა კომპანია, რომელიც მოსახლეობას აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისებს სთავაზობს.
საგურამოში განთავსებული აგარაკების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მებაღეობასა და ეზოს მოვლაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა, თანაც, საგურამოს დღის ცენტრის ბენეფიციარები არ იყვნენ დასაქმებულები, პროექტის ფარგლებში კი მათ შეისწავლეს მებაღეობა,
გაიგე მეტი
საბანკო ტერმინების ლექსიკონი
საქართველოს ბანკმა პირველად ჩვენს ქვეყანაში საქართველოს საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შექმნა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმატის (www.terminebi.ge).
ლექსიკონის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივოს საბანკო სფეროსთან ურთიერთობა, ხელმისაწვდომი გახადოს დღემდე დამკვიდრებული საბანკო ცნებები, მათი განსაზღვრებები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებას. ლ
გაიგე მეტი
პანელური დისკუსიები რეგიონებში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართა. პანელური დისკუსიების მიზანია ახალგაზრდების მოტივირება, მათს ინტერესებზე მორგებული სასაუბრო სივრცის შექმნა და არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. 2019 წელს საქართველოში არსებული 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2 უნივერსიტეტის 330 სტუდენტს შ
გაიგე მეტი
„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა
„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად გაერთიანებულ სამეფოს სასურველ უნივერსიტეტში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, რომლებიც მათ ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შემთხვევაში ელით.
საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით 2013 წლიდან დღემდე 17-მა სტუდენტმა განათლება დიდ
გაიგე მეტი
სოციალური სივრცე სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მეათე კორპუსის ფოიეში მოწყობილი ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას აძლევს და ის თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი; ეს ყველაფერი კი სასწავლო პროცესს ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნოსა და პროდუქტიულს გახდის.
გაიგე მეტი
იდეათეკა − მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები
არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკის ინიციატივით საჯარო სკოლებში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები გაიხსნა.
პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს შევუქმნათ სივრცეები, სადაც მათ ექნებათ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ინფორმაციაზე ელექტრონულად წვდომისა და ერთობლივად იდეების დამუშავების, პროექტების მომზადების შესაძლებლობა. ეს არის სივრცე, სადაც ცოდნის მიღება სახალისო
გაიგე მეტი
„წიგნების თაროს“ ონლაინსკოლა
საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და COVID 19-თან ბრძოლის პირობებში, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინსკოლა, რომელიც მოსწავლეებს კომპლექსური განათლების მიღებაში ეხმარება. ონლაინკურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს. სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტ
გაიგე მეტი
ჭკვიანი გემო
„ჭკვიანი გემო“ საცხობი და საგანმანათლებლო სივრცეა წნორში, რომლის შექმნაც საქართველოს ბანკმა 39 000 ლარით დააფინანსა.
პროექტი ითვალისწინებდა სოციალური საწარმოს შექმნას წნორში. ეს სივრცე გახდა ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელი შეკრების ადგილი, სადაც საგანმანათლებლო, შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები და მასტერკლასები იმართება. ასევე ეწყობა ზღაპრის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის და სხვა
გაიგე მეტი
Black Sea Hostel
საქართველოს ბანკის დაფინანსებით 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი, Black Sea Hostel-ი, წარმატებით განხორციელდა და შედეგად, ბათუმში სოციალური საწარმო, ადაპტირებული ჰოსტელი მოეწყო.
Black Sea Hostel-ი ძველი ბათუმის ტერიტორიაზეა განთავსდა და უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებს: სტუმრების მიღებას 24 საათის განმავლობაში, უფასო უკაბელო ინტერნეტს, ტურისტულ საინფორმაციო მომსახურებას, გა
გაიგე მეტი
ბაბალეს წინდა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ შეიქმნა სოციალური საწარმო „ბაბალე“, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას დასაქმების გზით.
„ბაბალეს წინდაში“ მზადდება პროდუქცია, წინდები, რომლებიც შექმნილია საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების
გაიგე მეტი
თეატრომობილე
„თეატრომობილე − ფორთოხლისფერი ავტობუსი“ მობილური თეატრია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, რეგიონებში, მაღალმთიან და კონფლიქტისპირა სოფლებში, უზრუნველყოფს თითების თეატრის სპექტაკლების დადგმას; ეს ყველაფერი კი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში მცხოვრები ბავშვების დიდი ნაწილი თეატრში არ არის ნამყოფი, გასტროლებზე მათთან ჩასვლა კი სი
გაიგე მეტი
სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ინოვაციური, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა;
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კი სწორედ აღნიშნული ღირებულებების მატარებელია. საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლას საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით, საქართვე
გაიგე მეტი
TEDx Tbilisi
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად TEDx ფორმატის TEDxTbilisi იმართება და უკვე მერვე წელია, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები ვართ.
TEDx-ი ღირებული და ინოვაციური იდეების გავრცელების საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც ღონისძიების თითოეული მომხსენებლის წინაშე დგას საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას პრეზენტაც
გაიგე მეტი
განათლების საერთაშორისო გამოფენა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას 12 სხვადასხვა ქვეყნის, 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე მისული სტუმრები გაეცნენ საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ პროდუქტებსა და შეთავაზებებს.
გაიგე მეტი
ხანის აკადემია
მსოფლიოში უამრავი საგანმანათლებლო პლატფორმა არსებობს; თითოეული მათგანი კი მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა საგანმანათლებლო პლატფორმების უმრავლესობა საქართველოში მცხოვრები 190 000-მდე მოსწავლისთვის ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა დააფინანსა Educare Georgia-ს პროექტი − ხანის აკადემია ქართულად. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართველი მო
გაიგე მეტი
Basement
Basement-ი ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ორენოვანი ციფრული არქივია, რომლის მიზანია თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევა, შენარჩუნება და გაზიარება.
პროექტი Social Impact Award-ის კონკურსის გამარჯვებულია და მოიპოვა საქართველოს ბანკის დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ Basement-ის დახმარებით 1 000-ობით უნიკალური ჩანაწერი დაკარგვისგანაა დაზღვეული და ამავდროულად ახალ შესაძლებლობას ქმნის ახალგაზრდა ა
გაიგე მეტი
წნული
„წნული“ სოციალური საწარმოა კასპში, სადაც წნელისგან ავეჯი და სხვადასხვა ნივთი მზადდება. პროექტმა 2016 წელს საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ კონკურსში 154 მონაწილეს შორის გაიმარჯვა; 2017 წელს კი უკვე სოციალური საწარმოს სახით შეიქმნა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გარემონტდა შენობა და მოეწყო ადაპტირებული სამუშაო სივრცე, რომელიც ბენეფიციარების საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. ამ დრ
გაიგე მეტი
B2B გამოფენა
საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის აქტიური მხარდამჭერია, რის ფარგლებშიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა.
B2B გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნესკომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება-გაღრმავება, ცნების პოპულარიზაცია, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარება და სწორედ ამიტომ ღონისძიებამ ყოველწლიური სახე მიიღო. ა
გაიგე მეტი
კომბინიზონა
საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „კომბინიზონაა“, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ინოვაციურ პროდუქტს ნერგავს და ქმნის ფერად, თერაპიულ, საორსულე სამოსს.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება; ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც იღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის სახელით შექმნილი საორსულე და ინტერაქტი
გაიგე მეტი
მწვანე საჩუქარი
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა, ქაღალდის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება და მათი გამოყენებით სხვადასხვა პროდუქციის დამზადება-რეალიზება. პროექტმა სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენგან დაფინანსებაც მიიღო. საწარმო დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და ეკომეგობრული
გაიგე მეტი
ცქრიალა ღვინო „შაბიდონი“ გარიყულაში
საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში წარდგენილი 103 პროექტიდან შეირჩა გამარჯვებული იდეა, რომელიც ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნას გულისხმობდა.
სოციალური საწარმოს პროექტი 2018 წელს განხორციელდა და არტვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე ფრანგული მეთოდით ცქრიალა ღვინის, „შაბიდონის“, წარმოება დაიწყო. ცქრიალა ღვინით, რომელიც პოპულარული გახდა ადგილობრივ ბაზარზე, მარაგდება საუკეთესო რესტორნები და ღვინის მაღაზი
გაიგე მეტი
ქართული საკორონაციო გვირგვინების განახლება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 4 უნიკალურ, სარიტუალო,ქართულ გვირგვინს რესტავრაცია ჩაუტარდა.
თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა და უმნიშვნელოვანესი სარესტავრაციო პროექტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. რესტავრაცია ჩაუტარდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ საკორონაციო გვირგვინების კოლექციას და შედეგად მივიღეთ ევროპული მნიშვნელობის საგანძური, რომელიც
გაიგე მეტი
Sign and Sound
Social Impact Award-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას ჟესტურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც არ იცის ჟესტური ენა; Sign and Sound-ი კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს და საბოლოოდ, სმენადაქვეითებული ადამიანების სოცი
გაიგე მეტი
ჩუ − სამაგიდო თამაში
„ჩუ“ სამაგიდო თამაშია, რომელიც ამსხვრევს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ბარიერებს და მონაწილე პირებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად ისწავლონ ჟესტური ენა. „ჩუ“ Social Impact Award-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის პოპულარობამ და კარგმა გაყიდვებმა შესაძლებელი გახადა „ჩუს“ სოციალურ საწარმოდ ჩამოყალიბება, სამომავლოდ კვლავ იგეგმება სხვა განმავითარებელი სამა
გაიგე მეტი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია; 2019 წელს კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მაგალითად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე − Vinexpo Bordeaux 2019 − მიიღეს მონაწილეობა, სადაც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქ
გაიგე მეტი
ონლაინგაყიდვები ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი მხარს უჭერს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. სწორედ ამ მიზნით ჩვენი ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ პლატფორმებზე − amazon-ზე, ebay-სა და etsy-ზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გა
გაიგე მეტი
სტარტაპ აქსელერატორი 500 Startups-ი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი აქსელერატორი, 500 Startups-ი, უკვე საქართველოშია.
500 Startups-ი მიზნად ისახავს ქართველი სტარტაპების ხელშეწყობას, ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას. შედეგად, ქართულ სტარტაპებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებსა და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაზე,
გაიგე მეტი
მოირგე
საქართველოს ბანკი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს მობილობის შეზღუდვის მქონე პირებს, ჯამში კი უკვე 5 000-მდე ბენეფიციარს ეტლები და სხვა დამხმარე საშუალებები გადაეცათ.
2019 წელს დაფინანსდა სოციალური მეწარმეობის კონკურსში გამარჯვებული პროექტი „მოირგე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ ეტლებს აწარმოებს და პროცესში ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყავს დასაქმებული.
გაიგე მეტი
სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა
საქართველოს ბანკი აგრძელებს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას; სოციალური საწარმოებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის კი ბანკის ტერიტორიაზე არაერთხელ გაიმართა ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.
ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და ხელს უწყობს სოციალური ბიზნესის განვითარებას, მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, რეალიზებას ახალი ბიზნეს
გაიგე მეტი
ეკომეგობარი
საქართველოს ბანკში 2018 წელს შეიქმნა „ეკომეგობარი“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბანკის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით თემებზე და შედეგად, ეწყობა საინფორმაციო სახის ტრენინგები თუ სამუშაო შეხვედრები.
„ეკომეგობრის“ აქტიური წევრები ასევე ესწრებიან ბანკის მიერ დაორგანიზებულ CENN-ის ლექციებს გარემოსდაცვით, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით. აღსანიშნავი
გაიგე მეტი
ეკობანაკი „ოჩო კემპი“
ეკოლოგიასა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ეკობანაკი მოეწყო.
1 000 კვ. მ-ზე განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარება: აშენდა ადაპტირებული სველი წერტილები, დამხმარე შენობები, სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე,
ბანაკი 2018 წლის ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე გაიხსნა და ადაპტირებული სივრცის გათვალისწინებით
გაიგე მეტი
Gamo
Gamo დამგზავრების აპლიკაციაა, რომელიც ამცირებს მგზავრობის ხარჯებს და ავტომანქანების გადაადგილებას ქალაქში. Gamo Social Impact Award-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ Gamo შეცვლის ყოველდღიური მგზავრობის კულტურას საქართველოში; მისი გამოყენება კი ძალიან მარტივია − მომხმარებელი აფიქსირებს მგზავრობის საუკეთესო მარშრუტს, აპლიკაცია კი სთავაზობს მას შესაძლო ვერსიებს,
გაიგე მეტი
Design Hotels-ის ღონისძიება
პირველად საქართველოში საქართველოს ბანკის პარტნიორობით 2019 წელს Design Hotels-ის წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება − არენა − გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი იყო ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურიზმის ზრდა და ეკონომიკური წინსვლა. ამ ყველაფრის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართველი ფერმერების გამოფენა-გაყიდვაც, სა
გაიგე მეტი
Braille Reader
Braille Reader-ი ელექტრონული წიგნების წამკითხველი მოწყობილობაა, რომლის მიზანია უსინათლო ადამიანების განათლების ხელშეწყობა.
Social Impact Award-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს უსინათლო მოსწავლეების სკოლების მერხების აღჭურვას აღნიშნული ტექნოლოგიით, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს და გამარტივდეს ნებისმიერი საგნის შესწავლა.
ვიდეო
გაიგე მეტი
Book AR
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით Social Impact Award-ის ფარგლებში შეიქმნა მობილური აპლიკაცია Book AR-ი, რომელიც მოსწავლეებს წიგნში მოცემული ტექსტის უკეთ გააზრებასა და ვიზუალიზაციაში ეხმარება.
პროექტი დაფუძნებულია AR ტექნოლოგიაზე და აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია ვიზუალიზაცია. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის სასწავლო პროცესში დანერგვის შემთხვევაში გაცილებით სასიამოვნო და მარტივი იქნება წი
გაიგე მეტი
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა
საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ამ მხრივ ქალი მეწარმეების მხარდაჭერასაც აქტიურად განაგრძობს. მათი წახალისების მიზნით ეწყობა სპეციალური ტრენინგები, სადაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ პრაქტიკული რჩევები საკუთარი ფინანსური რესურსების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების საფეხუ
გაიგე მეტი
სტარტაპექსპო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს რიგით მესამე გრანდიოზული ღონისძიება „სტარტაპექსპო“ გაიმართა. „ექსპო ჯორჯიაში“ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ ახალ და ასევე გამოცდილ კომპანიებს.
წარმოდგენილმა კომპანიებმა გამოცდილება გაუზიარეს ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შეს
გაიგე მეტი
donate.ge
საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა ონლაიანპლატფორმა − www.donate.ge, რომელიც ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად იზრუნოს სხვაზე − გადარიცხოს თანხა საკომისიოს გარეშე ან გაიღოს ნივთები მათთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ 1 000-ზე მეტი დონორის მხარდაჭერით donate.ge-მ თბილისში უკვე შეაგროვა 100 000-ზე მეტი ნივთი და დაეხმარა 3 000-მდე ბენეფიციარს მთელი საქართველოს მა
გაიგე მეტი
მწვანე ტომარა
საქართველოს ბანკი ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის მიზნით იყენებს მწვანე ტომრებს სათავო ოფისსა და ფილიალებში, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი ხდება ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და შემდგომი გადამუშავება.
მეორადი ქაღალდის გადამუშავების პროცესი გარემოს 75%-ით ნაკლებ ზიანს აყენებს და ამცირებს ხეების მოჭრის საჭიროებასაც; საქართველოს ბანკის თანამშრომლებისა და მწვანე ტომრის დახმარებით კი ჯამში
გაიგე მეტი
ჩვენი ფონდი
საქართველოს ბანკში თანამშრომლების ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა ურთიერთდახმარების ფონდი, რომლის მიზანს მწვავე სამედიცინო საჭიროების დროს ერთმანეთის გვერდში დგომა და დახმარება წარმოადგენდა.
ფონდში გაწევრიანებულია ჩვენი ბანკის 2 000 თანამშრომელზე მეტი, რომელთა ჩართულობითაც ხდება საჭირო თანხის მობილიზება და შედეგად, კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობა ფინანსდება.
გაიგე მეტი
აპლიკაცია „გზად“
ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების, საცობების პრობლემის მოგვარებისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით საქართველოს ბანკმა შეიმუშავა აპლიკაცია „გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობას იძლეოდა.
პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებოდათ ბონუსქულები, რო
გაიგე მეტი
ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინკონფერენცია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუმის ფორმატში ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 ონლაინკონფერენცია − Welcome to Georgia − გაიმართა, აღნიშნულ კონფერენციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა სრულად მიეძღვნა COVID 19-ის გავლენას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაზე. სამთავრობო თუ კერძო სე
გაიგე მეტი
საჯარო მეტყველების კონკურსი
საქართველოს ბანკი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.
საჯარო მეტყველების კონკურსი ინგლისური ენის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია. კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან ტარდება და ის 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ აღნიშნულ კონკურსს უკვე 10 წელი
გაიგე მეტი
Airadi
Airadi პირველი ჭკვიანი მაჯის საათია, რომელიც ზომავს და გვაწვდის ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების შესახებ.
პროექტი Social Impact Award-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. საათის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. აღსანიშნავია, რომ საათის აქტიური გამოყენების შემდეგ შეიქმნება ციფრული რუკა, სადაც სხვადასხვა ადგი
გაიგე მეტი
FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის დაჯილდოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს საქართველოში პირველად გაიმართა უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული და FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის ეროვნული დაჯილდოება.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიებმა, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციებმა და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი 3 მ
გაიგე მეტი
Zero Straw
პლასტმასას ნარჩენების პრობლემა მწვავედ დგას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ამ მხრივ კი ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა სწორედ პლასტმასის საწრუპებია.
Social Impact Award-ის კონკურსის გამარჯვებულებმა ეს პრობლემა შესაძლებლობად აქციეს, მოიპოვეს საქართველოს ბანკის დაფინანსება და შექმნეს Zero Straw, საწრუპი, რომელიც იჭმევა და ტოვებს 0 ნარჩენს, რაც საბოლოოდ გარემოზე ზრუნვას უფრო სახალისოსა და მარ
გაიგე მეტი
„ანიკას“ ინკლუზიური სპექტაკლი
2015 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ასოციაცია „ანიკამ“ გამორჩეული პროექტი განახორციელა − შშმ ბავშვების მონაწილეობით ცხოველების უფლებების დაცვის თემაზე დაიდგა 2 ინკლუზიური სპეკტაკლი − „იპოვეთ ერთი განსხვავება“ და „ბასეტის გადასარჩენად“.
სცენაზე ყველა მონაწილე თავს რეალიზებულად, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, წარმატებულად და ბედნიერად გრძნობდა.
გაიგე მეტი
ლიდერატორი
ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია. საქართველოს ბანკის შიდა პროგრამა „ლიდერატორი“ სწორედ ის ინიციატივაა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მრავალფეროვანი როტაციული სამუშაო გამოცდილება, დაინახონ 360°-იანი სურათი, ჰყავდეთ ინდივიდუალური მენტორი, რომელიც ზრუნავს მათ ადაპტაციასა და განვითარებაზე. ასევე გაიარონ ტრენინგები, მათ შორის, საერთაშორისო სერ
გაიგე მეტი
საცხობი რუნა ნუკრიანში
სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად ორგანიზაციამ „რეალური ცვლილებებისათვის“ საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში წარმოადგინა პროექტი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობისა და გარემოს შექმნის შესახებ.
პროექტმა ჩვენს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, მიიღო დაფინანსება და წარმატებით განხორციელდა. საცხობი მომხმარებელს ლამინაარიით გამდიდრებულ პროდუქციას სთ
გაიგე მეტი
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა
საქართველოს ბანკი 10 წელია აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან.
11 დაცული ტერიტორიის − ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის − მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 000 დოლარს გამოვყოფთ.
ვიდეო
გაიგე მეტი
#საქართველოსთვის
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმდიდრის, ბუნების მრავალფეროვნების, პირვანდელი სახით შენარჩუნება.
სწორედ ამ მიზნით 2017 წლის აგვისტოში განვითარებული სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის ჩვენ 1 000 000 ლარი გამოვყავით. ვიდეო
გაიგე მეტი
რუსთავის ბავშვთა სახლი
ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომელიც 2009 წელს საქართველოს ბანკმა საჩუქრად გადასცა ორგანიზაცია ბავშვსა და გარემოს.
რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, რომელიც მხიარული სახლის სახელითაა ცნობილი, 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი გაიზარდა. სახლი თითოეულ ბავშვს 24-საათიან მომსახურებას უწევს და მათს კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობასა და დასვენებაზე ზრუნავს.
გაიგე მეტი
ჟესტური ენის ტრენინგი
სმენადაქვეითებულ პირებთან კომუნიკაციის გამარტივებისა და ეფექტური საბანკო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ბანკის 40-მა თანამშრომელმა ჟესტურ ენაზე ძირითადი საკომუნიკაციო ფრაზები შეისწავლა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ყრუთა კავშირის მიერ სპეციალურად ჩვენი ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა და მოიცავდა საჭირო სიტყვებისა და ძირითადი საბანკო ტერმინოლოგიის გაცნობას.
გაიგე მეტი
საკომუნიკაციო აპლიკაცია
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია Listen to My Voice.
აპლიკაცია განკუთვნილია აუტისტური სპექტრის, კომუნიკაციის ან / და სივრცეში გადაადგილების სირთულის მქონე ბავშვებისთვის. ის შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც კონსულტაციას უწევდა ქცევითი თერაპევტი. Listen to My Voice-ის გამოყენებით ნებისმიე
გაიგე მეტი
რესურსოთახი თელავში
2015 წელს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო ინიციატივა უკეთესი მომავლისათვის წარდგენილი პროექტი ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად სსსმ ბავშვებისთვის რესურსოთახის მოწყობის თაობაზე.
5 საჯარო სკოლაში წარმატებით მოეწყო და აღიჭურვა რესურსოთახები. განხორციელდა პედაგოგების გადამზადება, მშობლებთან მუშაობა და მოსწავლეებისთვის
გაიგე მეტი
ვიზრუნოთ ერთმანეთზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩის საჯარო სკოლაში 2016 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 4 მოსწავლე ირიცხებოდა, მაგრამ მათთვის არ იყო შესაბამისი გარემო შექმნილი და განათლების მიღება სახლში უწევდათ.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა კლუბმა ვიზრუნოთ ერთმანეთზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა სკოლის ადაპტირება. პროექტის ფარგლებში გაკეთდა პანდუსი, საკლასო ოთახი აღიჭურვა სპეცია
გაიგე მეტი
ინფორმაციული ტექნოლოგიები უსინათლოთათვის
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა უსინათლო პირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლას. შედეგად, შეიქმნა ხმოვანი სინთეზატორის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა როგორც ბრაილის შრიფტით, ისე აუდიოვერსიის სახით. ასევე ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი და გაეშვა უსინათლო მომხმარებლებისათვის ადა
გაიგე მეტი
სენსორული ოთახი ნეიროგანვითარების ცენტრში
1-დან 10 წლამდე განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საქართველოს ბანკისა და ნეიროგანვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით სენსორული ოთახი მოეწყო.
ოთახი სენსორული ინვენტარით აღიჭურვა; ბავშვები კი მათთვის განკუთვნილ სივრცეში დიდი სიამოვნებით ესწრებოდნენ გაკვეთილებს, თამაშობდნენ სენსორული სათამაშოებითა და სხვ; ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო პატარების დამოუკიდებლობის დონის ზრდ
გაიგე მეტი
მთის რეგიონის ახალგაზრდების ხელშეწყობა
მთის რეგიონში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ბევრ საჭირო რესურსზე, თუმცა მაინც ახერხებენ იყვნენ გამორჩეული, წარმატებული და სხვებისთვის სამაგალითოები.
სწორედ ამ ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკმა კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში 5 გამორჩეული ბავშვი შეირჩა, რომლებიც დიდ
გაიგე მეტი
მზის პანელები ბარისახოში
ხევსურეთში, ბარისახოში მდებარე სკოლა-პანსიონში, 60-მდე მოსწავლე სწავლობს, თუმცა სკოლაში ხშირად ითიშებოდა დენი და ამის გამო იშლებოდა სასწავლო პროცესი.
საქართველოს ბანკის და კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერით 2020 წელს ბარისახოში მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები დამონტაჟდა. სკოლის მოსწავლეები თავად ჩაერთვნენ მზის პანელების მონტაჟის პროცესში და მოისმინეს ლექცია ალტერნატიული ენერგიის წყაროების შესა
გაიგე მეტი
მზის პანელები შუაფხოში
ფშავში, შუაფხოს საჯარო სკოლაში, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა სასწავლო პროცესის შეფერხებასა და ხშირად ჩავარდნასაც კი იწვევდა ხოლმე, თუმცა 2019 წელს საქართველოს ბანკისა და კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერით სკოლაში მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები დამონტაჟდა.
შედეგად გამომუშავებული ენერგია იძლევა შესაძლებლობას სკოლაში მუდმივად იყოს დენი და სასწავლო პროცესიც შეუფერხებლად წარიმართოს.
გაიგე მეტი
მომავლის პროფესიები
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა საკონსულტაციო და „რეკრუტინგული“ კომპანიის insource-თან თანამშრომლობით 2020 წლის ზაფხულში დაიწყო პროექტი „მომავლის პროფესიები“.
პროექტში ჩართული არიან ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც საზოგადოებას მრავალფეროვან პროფესიებსა და მათთვის დამახასიათებელ უპირატესობებს აცნობენ; ეს ყველაფერი კი კვლევების გაზიარების, შემეცნებით-მამოტივირებელი შეხვედრ
გაიგე მეტი
სოციალური ტაქსი
შშმ პირებისათვის 2015 წელს გადაულახავ პრობლემას წარმოადგენდა თბილისში თავისუფალი გადაადგილება, რადგან არსად იყო ადაპტირებული კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი საქართველოს ბანკის მიერ „ქალი, ბავშვი და სოციუმის“ მნიშვნელოვანი პროექტი − „სოციალური ტაქსი“ − დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 2 ავტომობილის შეძენა, რომელთაგან ერთი ქარხნულად ადაპტირებული იყო, ხო
გაიგე მეტი
პარაორკესტრი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „მშობელთა ხიდის“ ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა პარაორკესტრი.
პარაორკესტრის მთავარი იდეა იყო მუსიკით დაინტერესებული შშმ ბავშვების ნიჭის ხელშეწყობა და საზოგადოების დამოკიდებულის ცვლილება. პროექტის ფარგლებში ბავშვები მუსიკის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, რაც ყურადღების კონცეტრაციის გაუმჯობესებასა და რითმის გრძნობის განვითარებას ისახავდა მიზნად. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვ
გაიგე მეტი
ადაპტირებული მოედანი
საქართველოს ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის პირველად შეიქმნა ადაპტირებული გასართობი მოედანი, რომელიც კიკვიძის პარკში გაიხსნა და რომლის იდეის ავტორია კოალიცია „მზის შვილები". პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე ასევე განთავსდა ზღაპრული სახლი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რაც შშმ ბავშვების ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. შედ
გაიგე მეტი
სარეკრეაციო ზონები შშმ პირებისთვის
2015 წელს შშმ პირებისთვის სარეკრეაციო ზონებში მოუგვარებელი რჩებოდა ადაპტირებული სველი წერტილების არარსებობის საკითხი.
„ახალგაზრდულმა კავშირმა თანაბარი უფლებებისათვის“ მოიპოვა საქართველოს ბანკის დაფინანსება, რომელსაც ადაპტირებული სველი წერტილების ასაშენებლად და სარეკრეაციო ზონებში მეტი კომფორტის შესაქმნელად გამოიყენებდა. სველი წერტილების აგება გულისხმობდა უნივერსალური დიზაინისა და საერთაშორისო სტ
გაიგე მეტი
14 ივნისის ღონისძიება
საქართველოში 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება; 2014-2019 წლებში საქართველოს ბანკი ტრადიციულად მასპინძლობდა ყოველწლიურ წვეულებას, რომლის მიზანიც ინკლუზიის ხელშეწყობა იყო.
წვეულების ფარგლებში სწორედ 14 ივნისს სათავო ოფისის ტერიტორიაზე იმართებოდა ღონისძიება, რომელსაც 200-მდე ბავშვი სტუმრობდა. ასევე მოწვეული იყვნენ დღის ცენტრების, საჯარო სკოლებისა თუ სარეაბილიტაციო ცენტრების აღსაზრ
გაიგე მეტი
იზრუნე
საქართველოს ბანკის მიერ 2015 წელს დაფინანსდა პროექტი, რომელიც ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვის გზით მიზნად ისახავდა ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში 6-კაციანმა სპეციალისტთა ჯგუფმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. მათ შორის, შეფასდა ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები შშმ ბავშვების მდგომარეობა, დაისახა მათი განვითარებისთვის საჭირო ინდივ
გაიგე მეტი
ფონდი „სიცოცხლის ხე“
საქართველოს ბანკმა 2008 წელს დააფუძნა ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომელიც თავდაპირველად 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას ისახავდა მიზნად. სხვადასხვა პერიოდში ფონდის საქმიანობის სფერო იცვლებოდა საზოგადოებისთვის აქტუალური სოციალური საკითხების მიხედვით და მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდის სტატუსიც მიენიჭა.
დღეს კი ფონდი საკუთარი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს სოციალურ პროექტებს, აფი
გაიგე მეტი
სოც. დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა პანდემიის დროს
ერთ-ერთი გამოწვევა, რის წინაშეც COVID 19-ის დროს დადგა საზოგადოება, იყო პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით იმ ადამიანების უზრუნველყოფა, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებოდათ.
საქართველოს ბანკი ფინანსურად გვერდში დაუდგა ახლადშექმნილ პლატფორმა 1anoba.ge-ს რომელიც აერთიანებდა გულანთებულ, მოტივირებულ ადამიანებს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად. მთლიანობაში კი ვებგვერდზე
გაიგე მეტი
COVID 19-თან ბრძოლა
COVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკმა საწყის ეტაპზევე შეიძინა 20 000 ლაბორატორიულ ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი, რომლებიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს.
გაიგე მეტი
სასწავლო მიმართულება საქართველოს ბანკში
საქართველოს ბანკის ინიციატივით თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგები როგორც ბანკში არსებულ ტრენინგცენტრში, ისე მოწვეულ ტრენერებთან გაიარონ.
სწორედ ამ მიზნით არსებობს სწავლების მართვის პლატფორმა learning.bog.ge, რომელიც ბანკის ღირებულებებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს შემდეგ აქტივობებს: ახალი თანამშრომლის „ონბორდინგის“ პროცესში ჩართულობას, საორიენტაციო შეხვედრი
გაიგე მეტი
ტაქტილური ბილიკი
თეთრი ხელჯოხით მოსარგებლე უსინათლო პირების სივრცეში დამოუკიდებელი ორიენტაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლშია განთავსებული, ტაქტილური ბილიკი დაიგო.
აღსანიშნავია, რომ ტაქტილური ბილიკი შესაძლებლობაა თეთრი ხელჯოხით მოსარგებლე პირისთვის, დამოუკიდებლად ორიენტირდეს სივრცეში, თავისუფლად გადაადგილდეს ფილიალში და ისარგებლოს იმ საბანკო მომსახურებით, რ
გაიგე მეტი
ბიბლიოთეკა სპეცსკოლაში
განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამ მიზნით 2016 წელს მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყო.
პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკა ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, მას საჩუქრად ასევე გადაეცა 300-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული ლიტე
გაიგე მეტი
„წიგნების თაროსთან“ პარტნიორობა
საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და წიგნების თაროსთან პარტნიორობის ფარგლებში თელავში ახალგაზრდებისთვის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ცოდნისა და განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
საოცარი ახალი სამყარო − ასეთი იყო შემეცნებითი ღონისძიების სახელი, სადაც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებ
გაიგე მეტი
ეტლები მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად გადაადგილება.
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ამოქმედდა მობილობის შეზღუდვის მქონე პირების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში 600-ზე მეტ შშმ პირს გადაეცა ეტლები და გადაადგილების
გაიგე მეტი
ადაპტირება
2014 წელს თბილისში არ იყო არცერთი ადაპტირებული ქუჩა შშმ პირებისთვის, სადაც ეტლით მოსარგებლე პირი დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებდა. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად „სოცკოდექსმა“, ახალგაზრდების გუნდმა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სრულად დააადაპტირდა ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირები, ასევე კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილი
გაიგე მეტი
supergmiri.ge
სოციალური უთანასწორობის პირობებში ბავშვების გაბედნიერება და მათი განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკი გახდა supergmiri.ge-ს მთავარი პარტნიორი. აღსანიშნავია, რომ supergmiri.ge აერთიანებს იმ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ ბავშვობას. ხშირად ხომ სუპერგმირობა არც ისე რთულია − ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალა
გაიგე მეტი
„სიცოცხლის ხის“ ელჩები
თანამშრომლების მოხალისეობრივ აქტივობებსა და სოციალურ პროექტებში ჩართულობა საქართველოს ბანკის შიდაკორპორაციული კულტურის ნაწილია.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „სიცოცხლის ხის“ ელჩების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები წარმოადგენდნენ პროექტებს სოციალური საკითხების მოსაგვარებლად; გამარჯვებულები კი შესაბამის გრანტს ღებულობდნენ იდეის განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღე
გაიგე მეტი
Health Club
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და თანამშრომლებზე ზრუნვის მიზნით საქართველოს ბანკში შექმნილია Health Club-ი.
Health Club-ის ფარგლებში აქტიურად იმართება საინტერესო შეხვედრები ამ სფეროს სპეციალისტებთან, რომლებიც, თავის მხრივ, მონაწილეებს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის, პირადი ცხოვრების ბალანსის მნიშვნელობაზე. ასევე ეწყობა იოგის ვარჯიშები და გარბენები ღია
გაიგე მეტი
დაუნის სინდრომზე ცნობიერების ამაღლება
შშმ პირების შესახებ არსებული სტერეოტიპები და მცდარი წარმოდგენა ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული; საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა კი იმ სტერეოტიპების მსხვრევას განაპირობებს, რაც შშმ პირებისთვის მთავარ ბარიერადაა ქცეული.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად ახორციელებდა სხვადასხვა კამპანიას. იქნებოდა ეს #წინდამინდა, საინფორმაციო რგოლი თუ კ
გაიგე მეტი
TapText
TapText-ი 2 ხელთათმანისგან შემდგარი მოწყობილობაა, რომელსაც უსინათლო პირი ხელზე იკეთებს და ზედაპირზე თითების შეხებით, ბრაილის შრიფტის გამოყენებით ნებისმიერ შეტყობინებას მარტივად კრეფს. პროექტი Social Impact Award-ის კონკურსის გამარჯვებულია და საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ TapText-ის დახმარებით უსინათლო პირები სოციალურ სამყაროს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდებიან და მეტად შეძლ
გაიგე მეტი
„ადგილი დაკავებულია“ − აქცია რუსთაველზე
2014 წელს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე ცნობიერება საკმაოდ დაბალი იყო საქართველოში, თბილისის ცენტრში აქცია-პერფორმანსი გამართა. დილის 9 სთ-დან ეტლებმა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სხვა მანქანების გასაჩერებელი ადგილები დაიკავეს, სამაგიეროდ, თავისუფალი იყო შშმ პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი.
პარკინგზე ჩამწკრივებულმა ათეულობით ეტლმა მომენტალურად მიიპყრო გამვლელთა ინტე
გაიგე მეტი
ადაპტირებული ანიმაციური ფილმები
საქართველოში მცხოვრები უსინათლო ბავშვები ანიმაციურ ფილმებს ვერ უყურებდნენ / უსმენდნენ, რადგან ანიმაციური ფილმები არ იყო აუდიოდესკრიფციული მეთოდებით (ტიფლოკომენტარით) უზრუნველყოფილი; მშობლებს კი მათი გახმოვანება თავად უწევდათ ხოლმე.
2014 წელს კი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქალი, ბავშვი და სოციუმის“, პროექტი განხორციელდა და შედეგად, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ფილმების აუდიოდესკრიპციული მეთოდით
გაიგე მეტი
სენსორული ოთახი საჩხერეში
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით საჩხერის ყრუთა კავშირმა საქართველოს ბანკისგან მიიღო დაფინანსება სენსორული ოთახის მოსაწყობად.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის 18 ბენეფიციარისთვის სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება. შესაბამისად, მოეწყო სენსორული ოთახი, რომელიც ავეჯით, სპეციალური ინვენტარით, განმავითარებელი სათამაშოებ
გაიგე მეტი
პრო ბონო ქსელის წევრობა
საქართველოს ბანკი 2016 წელს საქართველოს „პრო ბონო ქსელის“ წევრი გახდა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი რესურსი კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ინიციატივა გულისხმობდა საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მრავალფეროვანი ტრენინგების უსასყიდლოდ ჩატარებას.
ჩვენ ასევე წავახალისეთ ჩვენივე თანამშრომლების მოხალის
გაიგე მეტი
პრო ბონო მარათონი
პრო ბონო მარათონი საქართველოს ბანკმა 2017 წლის მსოფლიო პრო ბონო კვირეულის ფარგლებში პრო ბონო მარათონს უმასპინძლა, რომელიც როგორც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ისე ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ იყო ორგანიზებული. პრო ბონო მარათონის ფორმატში ბანკის 15-მა თანამშრომელმა მთელი დღის განმავლობაში უსასყიდლოდ გაუწია კონსულტაცია 7 საზოგადოებრივი ორგანიზაციის 23 წარმომადგენელს. კონსუ
გაიგე მეტი
მონტესორი მზის სივრცეში
ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი პროექტი „მონტესორი მზის სივრცეში“ განხორციელდა.
ორგანიზაციამ „მზის შვილები − დაუნის სინდრომი“ ბენეფიციარებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო, რომელიც ავეჯით, 150-ზე მეტი დასახელების წიგნითა და მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოებით აღიჭურვა.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებულმა პროექტმა ხელი შეუწყო 21 შშმ
გაიგე მეტი
საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
საქართველოს ბანკი 2014 წლიდან ზრუნავს მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის გარემოს ადაპტირებაზე.
ბანკის ფიზიკური გარემოსა და საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით 2014 წელს უკვე დაიწყო ფილიალების ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა − დღემდე კეთდება პანდუსები, მონტაჟდება მოაჯირები, ელექტროკარებები, ტაქტილური ბილიკები უსინათლო პირებისათვის და სხვ.
გაიგე მეტი
#შეცვალეხედვა
კამპანია #შეცვალეხედვა საქართველოს ბანკის მიერ შშმ პირთა შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა. შედეგად, შეიქმნა პლატფორმა www.shetsvalekhedva.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შანსს, დაინახოს მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და აღმოაჩინოს იმ ადამიანთა შესაძლებლობები, რომლებშიც მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე, ეტლით მოსარგებლე თუ სმენადაქვეითებულ პირებს ხედავ
გაიგე მეტი
argacherde.ge
COVID 19-ის მიმდინარეობისას ბიზნესის ხელშეწყობისა და მეტი წარმატებისთვის შეიქმნა პლატფორმა argacherde.ge, სადაც რეგისტრაციის გავლის შემდეგ ბიზნესი საკუთარ მომხმარებლებს პროდუქციას განსაკუთრებული პირობით სთავაზობდა. პირობის მიხედვით მომხმარებელი საყვარელი ობიექტის პროდუქციას წინასწარ, ვაუჩერის სახით ყიდულობდა; ბიზნესის გახსნის მომენტისთვის კი მას ამ ვაუჩერის განაღდება და სასურველი მომსახურების მიღე
გაიგე მეტი
დაათვალიერე ჩვენი CSR პროექტები
გაიგე მეტი პროექტის შესახებ